ირაკლი ქადაგიშვილი - სასამართლო თავისი ინსტიტუციით უფრო დიდია, ვიდრე პარლამენტის საგამოძიებო კომისია - არ შეიძლება სასამართლოში პოლიტიკური ჩარევის მექანიზმად კონსტიტუციის მუხლი ვაქციოთ, რომელიც საგამოძიებო კომისიას ეხება

სასამართლო თავისი ინსტიტუციით უფრო დიდია, ვიდრე პარლამენტის საგამოძიებო კომისია - არ შეიძლება სასამართლოში პოლიტიკური ჩარევის მექანიზმად კონსტიტუციის მუხლი ვაქციოთ, რომელიც საგამოძიებო კომისიას ეხება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ზოგადად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კონკრეტიკა სჭირდება და კონკრეტული მომხდარი ფაქტი უნდა არსებობდეს, რის შესახებაც კომისია შეიქმნება.

“სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცალკე კარი არსებობს, სადაც აღწერილია სასამართლოს რაობა, სასამართლოსა და მოსამართლის ხელშეუვალობა. გამომდინარე აქედან, კონსტიტუციის ამ კარსაც უნდა გავეცნოთ და დავინახავთ, რამდენად დამოუკიდებელი და დაცულია სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური ჩარევებისგან.

თუკი ვინმე თვლის, რომ სასამართლო ხელისუფლებას გაძლიერება სჭირდება, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს არა მოსამართლეების დაბარებისა და დაკითხვის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სასამართლო სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასა და შემდგომ რეფორმირებაზე, საუბარია იმაზე, რომ სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა დაბრუნდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, “თუ სხვა სუბიექტმა კონკრეტული მოსამართლეები დაასანქცირა და მათ ვიზა გააუქმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია არაფერ შუაშია“.

“არგუმენტი უნდა თქვას მან, ვინც დაასანქცირა. ჩვენ გამოვიძიოთ მესამე სუბიექტის მიერ დადადგმული ნაბიჯი?! მაშინ საგამოძიებო კომისია შევქმნათ არა სასამართლოს გამო, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი