მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე - 2 მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია ამ ადამიანის წინააღმდეგ - მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ, არ ვიცი

მე არ ვიცი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ყველამ იცის უკვე, რომ თუკი რაიმე მკაცრი სანქცია შეიძლება იყოს გამოყენებული, ამ ადამიანის წინააღმდეგ უკვე გამოყენებულია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მოწოდებების შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ბანკში, თანხის განკარგვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რაც არაფორმალური სანქციის ტოლფასია.

მისივე თქმით, განსხვავებით იმ პირებისგან, რომლებიც ოფიციალურად სანქცირებულთა სიაში არიან, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციების დაწესების მიზეზი არავის განუმარტავს.

„ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია, ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში.

კონკრეტული ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქციები. ყოველთვის, თითოეული ადამიანის სანქცირებას, რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი, დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. ამიტომ, უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა სამომავლო პერსპექტივაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი