ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად დიდი პარტიაა, ყველას, ვინც გადაწყვეტს, მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს - ე.წ. სამეულს არ ვურჩევდი, რომ ამ ორბიტაზე შევიდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად დიდი პარტიაა, რომ ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით გასვლა ჭკვიანური არაა.

„ერთიანი სია არ მეჩვენება ჭკვიანურად, რადგან უახლესი სპეციფიკური ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ჩვენ პარლამენტში მოხვედრა კი არა, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება გვინდა ძალაუფლებიდან, ხომ? ამიტომ ყველა თავის პარტიულ, არ ნომენკლატურულ, არამედ იდეურ განსაზღვრაში უნდა იყოს უფრო აქტიური. „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე იქნება კონკრეტული პარტიები, მაგრამ მე მგონია, ჩემი დაკვირვებით, (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ პარტიაში აღარ ვარ, ეს მანამდეც ნათქვამი მაქვს) „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად დიდი პარტიაა, რომ ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, ე.წ. სამეულს, ზურა ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე შესვლას არ ურჩევს.

„მე თუ მკითხავთ, ე.წ. სამეულს არ ვურჩევდი, რომ ამ ორბიტაზე შევიდეს. ზურა ჯაფარიძეს ჰქონდა თავისი სეგმენტი, ახალგაზრდული, ამავე დროს ძალიან ზრდადი, ყველა კვლევა აჩვენებდა მის ზრდას. არ მომისმენია, რომ მაინც და მაინც უნდა, ამ ორბიტაზე შევიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევხედავდი, რომ გაცილებით უფრო ზრდადი და დამოუკიდებელი მოთამაშე შეიძლებოდა ყოფილიყო.

ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, გამსხვილებები იქნება, ყველამ უნდა გადაწყვიტოს, დამოუკიდებლად მიდის თუ არ მიდის, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ პარლამენტში მოსახვედრად არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ არ პოლიტიკურ ბრძოლაში იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი შევცალოთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში