მამუკა მდინარაძე - ამომრჩევლების რაოდენობა ზოგან 50 და ზოგან მეტი პროცენტითაც კი გაიზარდა, ეს არის იმ „ფეიკზე“ პასუხი, რომელი IRI-მ შემოგვთავაზა

არჩევნებზე წარმოუდგენლად პოზიტიური შედეგი დაიდო ჩვენთვის სუბიექტურადაც და მგონია, რომ ეს შედეგი ქვეყნისთვისაც კარგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც რეგიონებში ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაფასა.

მდინარაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2021 წლის არჩევნებთან შედარებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რასაც ადასტურებს რეგიონებში ჩატარებული ფაქტობრივად უკონკურენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი.

მისივე თქმით, ეს არის იმ „ფეიკზე“ პასუხი, რომელი „სამწუხაროდ IRI-მ შემოგვთავაზა“.

„როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ, თურმე "ქართულ ოცნებას" 19 პროცენტია ჰქონია - ეს „ფეიკი“ ხომ შემოგვთავაზა, სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზულმა ორგანიზაციამ, ამ დროს, ყველაზე მაღალი აქტივობით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, "ქართული ოცნება" მინიმუმ 60 პროცენტს მიიღებდა. არ ყოფილა არც ერთი საარჩევნო ოლქი თუ უბანი, სადაც ძალიან მაღალი ზრდა არ ყოფილა ჩვენი შედეგების. წარმოიდგინეთ, ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატს არ ჰყავს კონკურენტი, მოტივაცია ხომ დაბალია მისვლის, ხომ ყველა ელოდებოდა, რომ უფრო ცოტა ამომრჩეველი მივიდოდა იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კანდიდატი იყო გამარჯვებული, უმოტივაციო არჩევნებშიც კი, ამომრჩევლების რაოდენობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა, ზოგან 20, ზოგან 50 და ზოგან მეტი პროცენტითაც კი გაიზარდა. ეს არის ყველაფერზე პასუხი, ეს არის იმ „ფეიკზე“ პასუხი, რომელიც სამწუხაროდ IRI-მ შემოგვთავაზა. ცუდია, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს არის სიმართლე. უკვე ფაქტით დადასტურებული და ამ ფაქტს დაუპირისპირდა არჩევნები, სადაც 2021 წლის არჩევნებზე, გახსოვთ, ალბათ, რამხელა კონკურენცია იყო. რამდენი ხმაც მიიღო თითოეულ ოლქში თუ უბანში "ქართულმა ოცნებამ", ეს შედეგები ყველა შემთხვევაში პრაქტიკულად გააუმჯობესა. უფრო მეტი მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებთან უკონკურენტო არჩევნებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი