თეა ახვლედიანმა გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაერო-ში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის სახელმწიფოების - სენტ ლუსიას, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, ბენინის, კომოროს გაერთიანებისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები როგორც ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებებით.

„სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ცალკეული განზომილებები მიმოიხილა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, უკანონო დაკავებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესზე, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება.

თავის მხრივ, ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და მისი გატარების გამოცდილების მიმართ და ამ ძალისხმევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატს წარმატებები უსურვეს“,- ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში. ცნობისთვის, გაერო-ში აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს ვიზიტით 2023 წლის 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით სტუმრობენ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ