ანა ნაცვლიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე - შალვა პაპუაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის ძირეული პრინციპები - ოპოზიცია მას ამ თამაშში არ შეჰყვება

როგორც ერთპიროვნულად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო პაპუაშვილმა საკითხი, ასევე ერთპიროვნულად მიიღოს ახლა გადაწყვეტილება და დააბრუნოს საკითხი განხილვაზე, ჩვენ ამას არ მოვითხოვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მას ამ თამაშში არ შეჰყვება და პაპუაშვილი და დანარჩენი ლიდერები სამართლებრივად გაფორმდებიან როგორც ძალაუფლების ბოროტად გამომყენებლები.

„ეს არის მათ შორის ნერვების ომი და ბოლო დღეებია ხედავთ, რომ ამ ნერვების ომში „ქართული ოცნება“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს, მიხარია ძალიან, ასე გააგრძელონ! ის, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იქცევა და კანონის დარღვევით მოქმედებს, არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამაც კანონის დარღვევით უნდა იმოქმედოს, არავითარ შემთხვევაში. თუ ისინი კანონს ვერ კითხულობენ, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამაც დაივიწყოს კანონი. ძალიან მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ კონსტიტუციას არღვევენ. ჩვენ ვითხოვთ კონსტიტუციის დაცვას. როგორც ერთპიროვნულად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო პაპუაშვილმა საკითხი, ასევე ერთპიროვნულად მიიღოს ახლა გადაწყვეტილება და დააბრუნოს საკითხი განხილვაზე, ჩვენ ამას არ მოვითხოვთ, რადგან მან გადადგა უკანონო ნაბიჯი, მას არ ჰქონდა ამ საკითხის ამოღების უფლება. ახლა ჩვენ რომ დავაყენოთ ეს საკითხი, ეს რას ნიშნავს? რაც გააკეთა სწორია? - არა! მან დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის ძირეული პრინციპები! ოპოზიცია მას ამ თამაშში არ შეჰყვება, გაფორმდეს ახლა უკვე სანქციების კონტექსტში პაპუაშვილი და დანარჩენი ლიდერები სამართლებრივად, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამომყენებლები, ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის. პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა, სადაც კენჭსაყრელი საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს და დღის წესრიგის პროექტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის არ არის.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს