ანა წითლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად გაიუქმა თავი და გააუქმა საქართველოს პარლამენტი

„ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად გაიუქმა თავი და გააუქმა საქართველოს პარლამენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

წითლიძის თქმით, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის საკითხი დღის წესრიგში იყოს და ის შეიქმნას, თუმცა, ის რაც ხდება ამ კომისიასთან დაკავშირებით აჩვენებს იმას, რომ "ქართული ოცნება" ეფარება მათი პოლიტიკური დავალებების შემსრულებლებს.

„ქართული ოცნების" პირობებში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იქცა პარტიულ ორგანიზაციად. "ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად გაიუქმა თავი და გააუქმა საქართველოს პარლამენტი, რადგან ის, რაც გააკეთა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით სხვა არაფერია. "ქართული ოცნება" არღვევს კონსტიტუციას და სინდისიც არ აწუხებს. რაც დაატრიალა "ქართულმა ოცნებამ" საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, ანახა ის, რაზეც წლებია საუბრობენ ადამიანები, ვინც წლებია ჩახედულები არიან სასამართლო სისტემაში, ანახა ის, თუ რატომ დაასანქცირა აშშ- მა მოსამართლეები, "ქართული ოცნება" ახლა ეფარება იმ მოსამართლეებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ,"- განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა