გიორგი ამილახვარი - ბიძინა ივანიშვილმა პატრიოტული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების არ ეშინია

დარწმუნებული ვარ, ვერაფერი მოახდენს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მისთვის, იგი იქნება ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების ქვეშ, ვინაიდან, მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე ზრუნვა, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების არ ეშინია.

„მგონი, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებებით, თავისი პატრიოტული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით არაერთხელ აჩვენა მაგალითი და დაამტკიცა, რომ არანაირი ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების ამ ადამიანს არ ეშინია და არც არაფერი იცვლება მისთვის. მისთვის მთავარია მისი ქვეყანა, მისი სამშობლო და ქართველი ხალხი. თავის მთლიან ქონებას, პრაქტიკულად, ხარჯავს საქართველოში საქართველოს საკეთილდღეოდ, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ვერაფერი მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მისთვის, იგი იქნება ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების ქვეშ, ვინაიდან, მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე ზრუნვა“, - განაცხადა ამილახვარმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა