დავით უსუფაშვილი - 30 წელზე მეტია პარლამენტი ფუნქციონირებს და არასდროს ასეთი რამ არ უკადრია არავის, რომ ერთპიროვნულად წაეშალა საკითხი დღის წესრიგიდან - ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ

30 წელზე მეტია პარლამენტი ფუნქციონირებს და არასდროს ასეთი რამ არ უკადრია არავის, რომ ერთპიროვნულად წაეშალა საკითხი დღის წესრიგიდან - ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ, რადგან ეს არის კონსტიტუციის უხეში ხელყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს პანიკურად ეშინია, რომ კომისიის ფარგლებში მათი დანაშაულებიც გამოვლინდება.

"გვეუბნებიან, რომ ყოველი პლენარული კვირის წინ ახლიდან უნდა დავამტკიცოთ დღის წესრიგიო. წავიკითხოთ რას ნიშნავს დღის წესრიგი - "პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტების და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს დღის წესრიგის პროექტს" ანუ კენჭსაყრელი საკითხები არასდროს ყოფილა დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი და შეუძლებელია იყოს. დღის წესრიგში რას შეიტანს ან არ შეიტანს ბიურო თუ პლენარული სხდომა, ეს ეხება განსახილველ საკითხებს და არა უკვე განხილულ საკითხებს, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გადასულია კენჭსაყრელ საკითხთა კალათაში. ხდება ხოლმე როცა ამ კალათაში საკითხი დევს, მაგრამ მასზე კენჭისყრა არ ტარდება, ეს ხდება მაშინ, როცა პოლიტიკური შეთანხმებაა, როცა ინიციატორი ითხოვს. არასდროს ამ პარლამენტში და თავს ვდებ ამაზე, 30 წელზე მეტია პარლამენტი ფუნქციონირებს საქართველოში, არასდროს ასეთი რამ არ უკადრია არავის, რომ ასე ერთპიროვნულად წაეშალა საკითხი დღის წესრიგიდან. ამით დაირღვა კონსტიტუცია, რადგან პარლამენტის 50 წევრისთვის გარანტირებულ უფლებას ბიუროს 12 თუ 14 წევრი გაანულებს, ეს არის გაუგონარი ამბავი, ბიუროს 12-14 წევრი ბლოკავს კონსტიტუციით 50 ადამიანის გარანტირებულ უფლებამოსილებას. ეს არის პანიკური შიშის გამო, რომ როცა ე.წ. კლანის "საქმენი საგმირონი" იქნება შესწავლილი, გამოვლინდება ბევრი რამ რაც ამ დარბაზში მყოფი ადამიანების ბოროტმოქმედებაზეც მიუთითებს. გეგმა გვაქვს კონსტიტუციური და ეს გეგმა დღეს რეალიზდება, ჩვენ ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ, ამ ტიპის დარღვევებს ვერავითარ შემთხვევაში ვერავის ვაპატიებთ, რადგან ეს არის კონსტიტუციის უხეში ხელყოფა, რა იქნება, ჩვენ კონსტიტუციაზე დაყრდნობით გავაგრძელებთ ჩვენი უფლების რეალიზებას,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში