ლევან ხაბეიშვილი - „რუსულ ოცნებას“ ევროკავშირში იმიტომ არ გინდათ, რომ ვეღარ გაღლეტთ და გაძარცვავთ ხალხს - ევროკავშირში შესვლისთანავე ოლიგარქიული საბანკო მმართველობა და მაფიისგან მოქალაქეების „გაწეწვა“ დასრულდება

2012 წელს, წინა ხელისუფლების, მიხეილ სააკაშვილის პირობებში, ბანკების მოგება იყო 134 მლნ ლარი, 2022 წელს, ეს რიცხვი შეადგენდა 2.1 მლრდ ლარს, 15-ჯერ არის გაზრდილი ბანკის მოგება. ამიხსენით, რა გაიზარდა 15-ჯერ საქართველოში? ეკონომიკა, ხელფასები, შემოსავალი, რომ ბანკის წმინდა მოგება გაიზარდა 15-ჯერ? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსული ოცნების“ პარალელურად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე დასრულდება საბანკო ოლიგარქიაც ქვეყანაში.

„რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში, საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია დამყარდა, მაფიოზური მმართველობა. ამასობაში, საქართველოს 1.6 მლნ მოქალაქეს აქვს სესხი, ეს არის 2022 წლის მონაცემები, მხოლოდ ბანკიდან. საფინანსო ინსტიტუტებიდან, მიკრო-საფინანსო დაწესებულებებიდან 694 ათას ადამიანს. 2020 წლის მონაცემებით, 300 ათასზე მეტ ადამიანს ლომბარდში აქვს ქონება და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ საქართველოში ბანკის პროცენტს თავისუფალი ბაზარი კი არ ადგენს, ადგენს საბანკო მაფია, ოლიგარქია. პირველ კვარტალში ბანკების წმინდა მოგება გავიდა 600 მლნ ლარზე, 2022 წელს, ეს რიცხვი შეადგენდა 2.1 მლრდ ლარს. თუ შევადარებთ, 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, მიხეილ სააკაშვილის პირობებში, ბანკების მოგება იყო 134 მლნ ლარი. 15-ჯერ არის გაზრდილი ბანკის მოგება. ამიხსენით ან საზოგადოებას უთხარით, რა გაიზარდა 15-ჯერ საქართველოში? ეკონომიკა, ხელფასები, შემოსავალი, რომ ბანკის წმინდა მოგება გაიზარდა 15-ჯერ? ყოველდღე, კვირა დღესაც კი ბანკები იღებენ 7 მლნ ლარის წმინდა მოგებას. ფაქტობრივად, მათი კაპიტალის 30-33% მოგებაზე გადიან, როცა კეთილსინდისიერი ბიზნესისთვის, წლის ბოლოს, 3-5 ან, ყველაზე ბევრი, 10%-იანი მოგება ითვლება უდიდეს მოგებად, როცა ეს ხალხი 33% მოგებაზე გადის. დიახ, ამიტომ არ უნდა ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირში. ამიტომ არ უნდა „რუსულ ოცნებას“ ევროკავშირში. იმიტომ, რომ იქ ვეღარ გაღლეტთ და ვეღარ გაძარცვავთ ხალხს და ვერ იქნება პროცენტი 15, 20 როგორც არის დღეს საქართველოში. ევროკავშირის ქვეყნებში ეს არის 2, 4, 6% იპოთეკურ სესხებზე. ფაქტობრივად, 5-7-ჯერ მეტს იხდის ჩვენი მოქალაქე, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში და დიახ, ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ „რუსული ოცნების“ დასრულების პარალელურად, როგორც კი გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაშინვე დასრულდება როგორც ოლიგარქიული მმართველობა, ისე დასრულდება ოლიგარქიული საბანკო მმართველობა ქვეყანაში და მაფია, რომელიც „წეწავს“ მოქალაქეებს. შემოსავლების სამსახურიდან თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია, რომ 100 ლარზე თვეში დღეს საქართველოში, 11 718 ადამიანი მუშაობს. 200 ლარი ხელფასი 20 915 ადამიანს აქვს. ჯამში 303 ათასი ადამიანია, ვინც 100-იდან 800 ლარამდე იღებს თვეში, რომელიც თქვენ დღეში არ გყოფნით იმისთვის, რომ კაფეებსა და რესტორნებში კონკრეტული თანხები გამოიყენოთ. ეს მმართველობა მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის პოლიტიკური საბანკო ოლიგარქია. დღეს პრემიერ-მინისტრი არის ბანკი „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელი, სუს-ის ხელმძღვანელიც, ჯანდაცვის მინისტრიც, თავდაცვის მინისტრიც, შსს მინისტრი არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი. ეს არის ოლიგარქიული მმართველობა და ევროკავშირში შესვლისთანავე ეს ოლიგარქიული მმართველობა დასრულდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი