ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუცია დააინიციროს

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუცია დააინიციროს.

ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითხვა დაუსვა, რა უშლით ხელს, აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს პარლამენტშიც მიიღონ მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს იგივე შინაარსის რეზოლუციას მხარი ვერ დაუჭირეს.

„შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, ვინმემ - არა, რომ მხოლოდ ბილეთების პრობლემა იყო. კარგი, იქ ვერ დაესწარით სესიას, რომ მხარი დაგეჭირათ ამ რეზოლუციისთვის, რა გიშლით ხელს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს იმავე შინაარსის რეზოლუცია? ახლაც ბილეთებია პრობლემა? სად გეჩქარებათ? შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე „ლელოს“ წელიწადზე მეტია დაინიცირებული გვაქვს რეზოლუცია იმავე შინაარსით. კარგი, „ლელოს“ კომპლექსი გაქვთ და ჩვენი რეზოლუცია არ მოგწონთ, მაშინ თქვენ დაწერეთ. დაფიქსირდეს ისტორიაში, რომ საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხის სახელით, ასევე არქმევს თავის სახელს აგრესორს და ახლა უკვე გენოციდის ჩამდენს. ვეღარ მოიმიზეზებთ ბილეთებს და ფრენის განრიგს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში წერია. სხდომას ქართული დელეგაცია არ დასწრებია.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა