გივი მიქანაძე - ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს იმ რეზოლუციებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას გამოხატავს

მმართველმა გუნდმა როგორც აქამდე, ამჯერადაც სრულფასოვნად დაუჭირა მხარი უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე, რომელიც ფაქტებით ამტკიცებს, რომ არაერთ ასობით რეზოლუციას თუ კონკრეტულ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო და ინიციატორიც იყო ამ დეკლარაციების, რომ დაცული და მხარდაჭერილი ყოფილიყო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ამ განცხადებით იგი ეხმაურება „ხელოვნურად აგორებულ, ბინძურ „ფეიკ“ კამპანიას, რომელიც რადიკალებმა დაიწყეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას“.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, დელეგაციის წარმომადგენლებმა უმრავლესობის მხრიდან მონიტორინგის კომიტეტის საკომიტეტო მოსმენაზე მხარი დაუჭირეს სწორედ იმ რეზოლუციას, რომელიც ამ „ფეიკნიუსის“ მთავარი ნაწილი გახდა.

„ამას ემატება ის გარემოება, რომ დელეგაციამ თავისი ვიზიტი დაასრულა ოთხშაბათს და დატოვა სტრასბურგი, ხოლო კენჭისყრა კონკრეტულ რეზოლუციასთან დაკავშირებით წარიმართებოდა ხუთშაბათს, რის გამოც ფიზიკურად დელეგაცია იქ ვერ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ და კიდევ უფრო მეტს ვიტყვი - რეიკიავიკის მოახლოებულ სამიტზე, რომელიც მაისის შუა რიცხვებში ჩატარდება, სადაც მთავრობის პირველი პირები იქნებიან წარმოდგენილი 46 სახელმწიფოდან, გადის დეკლარაცია, რომლის ერთ-ერთი დანართი სწორედ ამ საკითხს ეხება და ჩვენ წინასწარ გაცხადებული გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ამ დეკლარაციის მიმართ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ"ფეიკ" კამპანიაში ჩაერთნენ ისეთი პირები, როგორიცაა ბატონი გონჩარენკო, რომელიც თურმე იცლის საქართველოსთვის, ამ დროს კი მისი ოჯახის უახლოესი წევრების მიმართ კონკრეტული ბრალდება ჩნდება იმ ფინანსურ მაქინაციებზე და მითვისებულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო გახდა. აღარ მაქვს საუბარი ოპოზიციაზე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მანვე დაასახელა რამდენიმე ფაქტი და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინასთან არის დაკავშირებული.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა