მაკა ბოჭორიშვილი - ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ „ქართულ ოცნებას“, საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში

ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა მცდარი აღქმებია.

„ამ აღქმების შექმნაში ყველა იღებთ მონაწილეობას, ვინც ყველა შესაძლო საშუალებით საკუთარ ქვეყანას ბრალს დებთ, რომ თითქოს უკრაინას სათანადოდ არ ვეხმარებით, ბრალს დებთ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვართ და ვითომ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების გზად ვიქეცით. ამას აკეთებთ გაცნობიერებულად, სანქციების დაწესების დღიდანვე, იმ დროიდან ჯერ შესრულებაც რომ არ ჰქონდა არავის დაწყებული. ამას აკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცით - არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რაც ამ ცრუ განცხადებებს დაგიდასტურებთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია მილიონებს ხარჯავს, რათა მსოფლიო დააჯეროს იმაში, რომ „საქართველო არ არის სახელმწიფო, არ მუშაობს არც ერთი შტო და სახელმწიფო ინსტიტუტი, თურმე, პოლიტიკური პატიმრები გვყავს, თან მათ სახელმწიფო წამლავს და საერთოდ, მსოფლიო რუკაზე ტყუილად ვაცდენთ ადგილს“.

„საკუთარი ქვეყნის ასე გამეტებასაც მოხერხება უნდა. ეს მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცით საზოგადოების განწყობაც, რეალური სურათიც, ისიც, თუ რას რისკავს ქვეყანას. არსებობს ასეთი ცნება, ეროვნული ინტერესი, რომელიც სახელმწიფოს, ხალხს, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით უჩნდება და პირველ რიგში, მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფით იწყება ნებისმიერი ქვეყნისთვის. სამწუხაროა, როდესაც საწყისის გაცნობიერება ჭირს და ამ დარბაზშიც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც არათუ „ქართულ ოცნებას“, საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში და რომლებისთვისაც ასე უცხოა ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მისი დაცვა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ