კახა კალაძე - დარწმუნებული ვართ იმაში, რომ სანქციებთან შეერთებით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ და ეს საკუთარი თავის ჰარაკირი იქნებოდა

დარწმუნებული ვართ იმაში, რომ [სანქციებთან შეერთებით] რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ და ეს საკუთარი თავის ჰარაკირი იქნებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებს შეუერთდებოდა, საქართველო დაზიანდებოდა და არა რუსეთი.

„ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს და რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? იმიტომ, რომ არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ და ეს საკუთარი თავის ჰარაკირი იქნებოდა. იგივეა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ გადავიხადეთ საფასური. ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა ზიანი მოგვაყენა 2008 წელმა. ამიტომ დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ