იაგო ხვიჩია - თავდაცვის კოდექსის პროექტში ბევრი უაზრო, ორი კი, ამორალური ჩანაწერია - თუ ოპოზიცია 21:00 საათამდე დარჩება დარბაზში, ძალიან გაუჭირდება „ოცნებას“ 350-მუხლიანი კანონის მიღება

თავდაცვის კოდექსი რომ გაჩერდეს, საჭიროა 10-15 ოპოზიციონერი წევრი იყოს დარბაზში - თუ 9 საათამდე დარჩებიან და კითხვებს დასვამენ, ძალიან გაუჭირდება „ოცნებას“ 350-მუხლიანი კანონის მიღება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტში ბევრი უაზრო ჩანაწერია და მათგან 2 ამორალურია.

„ვინც დეზერტირობაზე ოცნებობს, მისი ადგილი ჯარში არ არის. ჩვენ გვინდა ქართულ ჯარში იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნებაყოფლობით უნდა. ძალით წაყვანილი ადამიანები არც ჯარში გვინდა, არც სხვაგან. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ შექმნიან ჯარს, სადაც არავინ იდგება „ვიშკაზე“, მაგრამ ეს ნორმა ამოქმედდება 2025 წლიდან და როცა ვეუბნებით, რომ, მოდით, 2025 წლიდან აამოქმედეთ კანონი, ამბობენ - არა, "ვიშკაზე“ წელიწადნახევრის განმავლობაში ხალხი მაინც უნდა დავაყენოთ. ეს ორი არის ყველაზე დიდი ამორალური ნაწილი და არსებობს კიდევ უამრავი უაზრობა, რაც ამ კანონშია. ეს კანონპროექტი რომ გაჩერდეს, საჭიროა პარლამენტის 10-15 ოპოზიციონერი წევრი იყოს დარბაზში და შეასრულოს თავის მოვალეობა. მთავარი ამოცანა არის, დარჩებიან თუ არა ოპოზიციონერი კოლეგები საღამოს 9 საათამდე დარბაზში (9- ის მერე კენჭისყრები არ იმართება). თუ დარჩებიან და კითხვებს დასვამენ, ძალიან გაუჭირდება „ოცნებას“ 350-მუხლიანი კანონის მიღება. ოპოზიციაში 50 დეპუტატია და მათგან 10-მა რომ 10 შეკითხვა დასვას თითო მუხლზე, წარმოგიდგენიათ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ამბავი?" - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია გამოეხმაურა ასევე „ევროპელი სოციალისტების“ ფრიდონ ინჯიას განცხადებას, რომ უცნობის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების შესაბამის კანონპროექტებს პარლამენტში შეიტანენ და აღნიშნა, რომ ამას გულშემატკივრობს, „ქართული ოცნება“ ამით საკუთარ რეპუტაციას გაინადგურებს.

„მე ვარ გულშემატკივარი რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონპროექტი შემოიტანოს, არა იმიტომ, რომ მხარს დავუჭერ, არამედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ამით საკუთარ რეპუტაციას ინადგურებს. რაც უფრო მეტ ასეთს გააკეთებს, ტაში უნდა დავუკრათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს