გურამ მაჭარაშვილი - NDI მიხვდა, რომ IRI-ის კვლევები საზოგადოებას სასაცილოდ არ ეყო -“ნაციონალურ მოძრაობას“ 5%-ზე დაბლა ვეღარ, მაგრამ 5% დაუწერეს, რომ მთლად ნაწყენი არ დარჩენილიყვნენ

NDI მიხვდა, რომ IRI-ის კვლევები საზოგადოებას სასაცილოდ არ ეყო - ასეთი კვლევის შედეგებს საზოგადოება, როგორც წესი, არჩევნების დროს უსვამს წერტილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, აღნიშნული კვლევები სერიოზული და რეალობასთან ახლოს არ არის.

“არ შეიძლება ორკვირიანი შუალედით “ნაცმოძრაობას“ ჯერ - 14%, შემდეგ კი - 5% ჰქონდეს. NDI მიხვდა, რომ IRI-ის კვლევები საზოგადოებას სასაცილოდ არ ეყო - გამომდინარე აქედან, მან “ნაციონალურ მოძრაობას“ 5%-ზე დაბლა ვეღარ დაუწერა, მაგრამ 5% დაუწერეს, რადგან მთლად ნაწყენი არ დარჩენილიყვნენ, რომ საარჩევნო ბარიერსაც ვეღარ ლახავენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ პარლამენტის არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" 20% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" -5 %, ხოლო სხვა პარტიებს -6%.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა