ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ არის ვიწროპარტიული საკითხი და დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ არის ვიწროპარტიული საკითხი და დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან.

„ჩვენი გეგმა იყო პარტიის გაძლიერება და ვაძლიერებთ, IRI -ის უკანასკნელი კვლევაც ამაზე მეტყველებს, პარტიას ორ პროცენტიანი ზრდა აქვს. ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად სწორი, რომელიც არის ღია, გამჭვირვალე და დაფუძნებულია პოლიტიკურ აქტიურობაზე, მათ შორის ყოველდღიურზე და შესაბამისად, 20 მაისამდე არჩევნები მორჩება და პარტია რეგიონულ დონეზეც, საქალაქო დონეზეც იქნება ძლიერად წარმოდგენილი.

უმძიმესი რეალობა გვაქვს ამ მიმართულებით და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და დაკავშირებულია, მათ შორის საქართველოს ევროპულ მომავალთან. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან, ეს კარგად უნდა გაიაზროს ყველამ და კარგია, რომ 61% საქართველოს მოქალაქეების ღიად მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და მის გადაყვანას იქ, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს