უჩა აბაშიძე კრემლზე მიტანილ იერიშს რუსეთში არსებულ პარტიზანულ ძალებს უკავშირებს

სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე კრემლზე მიტანილ იერიშს რუსეთში არსებულ პარტიზანულ ძალებს უკავშირებს.

როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, „კრემლზე თავდასხმა არ არის უკრაინის მოწყობილი და არ ჰგავს არც „ეფესბეს“ მოწყობილს“.

„ეფესბეს“ სუსტი რეაგირება ჰქონდა ამ ამბავზე, არ გამოიყენა პიარისთვის ამხელა ამბავი - დააგვიანა, არ ჰქონდა კარგ კადრები, არ ჰქონდა მომზადებული ტექსტი. როდესაც თვითონ ატარებენ, ულამაზესი კადრები და უმაგრესი მტკიცებულებები აქვთ, ამიტომ, მგონია, არც „ეფესბემ“ მოაწყო, არც უკრაინამ. შეიძლება, უკრაინელებმა ითანამშრომლეს თავისუფალ რუსებთან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პუტინი ძალიან ცდილობს დამალოს“,- განაცხადა უჩა აბაშიძემ.

კითხვაზე, ხომ არ აწყობს თავად რუსეთის მთავრობას 9 მაისის პრაიდის გაუქმება იმის გამო, რომ საჩვენებელი არაფერი აქვს, უჩა აბაშიძე ამბობს, რომ „9 მაისის გაუქმება რუსეთისთვის დანაკარგია და არა მოგება“.

„რუსეთი განიცდის იმას, რომ არ ატარებს. ეს ნონსენსი, რაც რუსეთშია, უამრავ რუსს გამოაფხიზლებს - „რას ჰქვია აღლუმს არ ატარებენ, ტერაქტების გვეშინია მოსკოვშიც?“ რუსეთში, ვისაც არ უნდა დაინახოს, რომ ომია, შეუძლია არ დაინახოს, ისეთი გარემოა შექმნილი, ამ გარემოს ანგრევს ის, რომ პარადი არ ტარდება“, - განაცხადა უჩა აბაშიძემ.

ამასთან, აბაშიძემ ისაუბრა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ომში მოკლული დაქირავებული მებრძოლების გვერდით გადაღებულ ვიდეოზე და განაცხადა, რომ ის პიარკამპანიას ეწევა და ცდილობს, „გაათეთროს საკუთარი თავი და „ვაგნერი“.

„პრიგოჟინმა ეს პირველად არ გააკეთა, წინა ჯერზე სურათი დადო, სადაც უამრავი დაღუპული იყო, მანამდე იღებდა ვიდეოებს, როგორ ჩააქვთ რუსეთში გვამები. ამას დიდი ხანია უმატებს და უმატებს გრადუსს. ზოგადად, პრიგოჟინი ვაგნერის პიარის მენეჯერია და პიარს ეწევა. ერთი მხრივ, ცდილობს, გაითეთროს თავისი თავი და გაათეთროს ვაგნერი - აი, ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ მთავრობა არ გვეხმარება, იარაღს არ გვაძლევს. ვფიქრობ, რომ შორს იყურება და ფიქრობს იმაზე, რომ როდესაც რუსეთი საბრძოლო ნაწილს წააგებს, იტყვის, აი, მთავრობამ წააგო, გვიღალატეს, განზრახ და ა.შ. ჩემი აზრით, მომავალზე გათვლილი პოლიტიკური სვლაა, რომ მომავალში მეტი თანამდებობა მიიღოს რუსეთში, ვიდრე ახლა აქვს“, - განაცხადა უჩა აბაშიძემ.

მისი თქმით, „პრიგოჟინი, ბოლო დროა, დასავლეთისთვის ყველაზე ადეკვატურ „მესიჯებს“ ისვრის“.

„ეს მისი პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან მას წარმოუდგენია, რომ როდესაც მთავრობას თვითონ გადაიბარებს (ამისთვის ამზადებს თავს), დასავლეთმა თქვას, რომ ეს ყველაზე ადეკვატური იყო ომის განმავლობაში“, - განაცხადა უჩა აბაშიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს