მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტი ჟურნალისტის სამუშაო ადგილზე აღმოჩნდა „ქოლ-ცენტრი“, უცხელესი ინფორმაციაა ვაშაძის და არახამიას „ქოლ-ცენტრებზეც“ - რატომ ემთხვევა ასე? ამდენი რამე დაემთხვა?

საგამოძიებო კომისიას რომ ითხოვენ, რა გამოდის, მათ აქვთ „ქოლ-ცენტრები“ და ამბობენ, მოდი, ახლა, ჩვენი „ქოლ-ცენტრების“ საქმეს ჩვენვე გამოვიძიებთო - მგონი, სწორი დასკვნების გამოტანა მარტივია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მდინარაძე სვამს რიტორიკულ კითხვას, რატომ არის ამდენი დამთხვევა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტებისა და დამფინანსებლების მიმართულებით“.

„ქართველმა სამართალდამცველებმა უამრავი საქმე გახსნეს და გერმანიის სამართალდამცველებთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგებზე კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი; ამის შემდეგ BBC-ის ფილმი ვნახეთ და იქაც კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი; შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე თუ პროპაგანდისტი ჟურნალისტის სამუშაო ადგილზე აღმოჩნდა „ქოლ-ცენტრი“; ახლა უკვე უცხელესი ინფორმაციაა ვაშაძის და არახამიას „ქოლ-ცენტრებზე“. ზოგჯერ ამბობენ, რომ გაქირავებულია, ზოგჯერ ამბობენ, რომ ტურისტული კომპანიაა, ახლა ახალი ვერსიაა, რომ სასტუმროა. რატომ ემთხვევა ასე? „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტების და დამფინანსებლების მიმართულებით ამდენი რამე დაემთხვა?“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ასახელებს რამდენიმე არგუმენტს, რის გამოც, შესაძლოა, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა აწყობდეს.

„ხელი შეუშალონ გამოძიებას და მის რეალურ მიმართულებას; რაც შეიძლება დეტალურად ჩაიხედონ ამ საქმეში; თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა და ა.შ. - შეგვიძლია უამრავი არგუმენტი ჩამოვთვალოთ რატომ შეიძლება იმ ადამიანებს აწყობდეთ „ქოლ-ცენტრებზე“ გამოძიების ინიციატივა დააყენონ, რომლებიც თავად იქნებიან მხილებულები. სხვადასხვა მიმართულებით ეს კლასტერი უკვე გახვეულია „ქოლ-ცენტრების“ საქმეში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა