ალუდა ღუდუშაური - კარგად დავინახეთ, ბუნებრივმა ბარიერმა რა „სიკეთე" მოუტანა ქვეყანას - 5-პროცენტიან ბარიერში ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას

კარგად დავინახეთ, ბუნებრივმა ბარიერმა რა „სიკეთე" მოუტანა ქვეყანას - 5-პროცენტიან ბარიერში ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური მოუწოდებს ოპოზიციას, "წუწუნს თავი დაანებონ".

„თუ პოლიტიკაში ხარ და ამბიცია გაქვს პოლიტიკას ქმნიდე, საზოგადოების სახელით საუბრობდე, უნდა გქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა. კარგად დავინახეთ ბუნებრივმა ბარიერმა რა "სიკეთე" მოუტანა ქვეყანას. 5 - პროცენტიანი ბარიერი სწორედ რომ არაერთ წამყვან ევროპულ ქვეყანაშია და ზოგიერთ შემთხვევაში ამაზე მაღალიც. ვურჩევდი ყველას ზედმეტ წუწუნს და აჟიოტაჟს თავი დაანებონ. 5 პროცენტიან ბარიერში ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას. თუ აქვთ რაიმე დივიდენდი პოლიტიკური დაგროვილი, მოვიდნენ შეგვეჯიბრონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, როცა ბარიერის დაწევას დათანხმდა "ქართული ოცნება" და პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, მაშინ რა იყო მათი მოტივაცია, ღუდუშაური აცხადებს, რომ "ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, ვითარებას, გარემოს."

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს