მამუკა მდინარაძე - დიახ, თუ ჩვენ გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებდით, ვიღებდით  ვალდებულებას, რომ ბარიერი შეგვეცვალა - ახლა არანაირი ვალდებულება არ არის, დანარჩენი - მომავლის საქმეა

დიახ, თუ ჩვენ გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებდით, ვიღებდით ვალდებულებას, რომ ბარიერი შეგვეცვალა - ახლა არანაირი ვალდებულება არ არის, დანარჩენი - მომავლის საქმეა, - ამის შესახებ დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა ჩანაწერი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გასული წლის ივლისში გამართული ბრიფინგიდან, რაც დეპუტატის თქმით, ადასტურებს, რომ კობახიძის განცხადებას კონკრეტული ვადა და დათქმა ჰქონდა.

„რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებას, ამ შეთანხმებას მეორე მხარემ ხელი არ მოაწერა და როდესაც “ქართული ოცნება“ აღნიშნული შეთანხმებიდან გასულია, არგუმენტად მისი მოყვანა არ შეიძლება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

გასული წლის ივლისში ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები გაატაროს და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5%-დან 2%-მდე დაწიოს, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის