ირაკლი ღარიბაშვილი „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ორბელიანის მოედანზე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ორბელიანის მოედანი შვედურ დღეს მასპინძლობს.

„ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, განსაკუთრებით, მინდა მივესალმო შვედეთის ელჩს და ჩვენს მერს, კახა კალაძეს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს დღეები "ევროპის დღეებს" აღვნიშნავთ. გუშინ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის დღეების ოფიციალურად გახსნა. ასევე, იცით, რომ გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან, ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან ოფიციალურად გადაიბარებს. მანამდე, როგორც იცით, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ. მინდა ყველას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან, გუშინ ჩამობრძანდნენ, სასიამოვნო საინტერესო საღამო შესთავაზეს ჩვენს მოსახლეობას, მაყურებლებს, ჩვენს ხალხს. დღეს გველის შვედური საღამო, თავისი კულტურული ელემენტებით. კიდევ ერთხელ მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა