გიორგი ვაშაძე - დღეის მდგომარეობით, ცესკო-ს ვადაგასული თავმჯდომარე ასრულებს ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას, ახლა „ოცნებას“ უნდა ვადით დანიშნოს ადამიანი, რომელიც ხელს მოუწერს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე

დღეის მდგომარეობით, ცესკო-ს ვადაგასული თავმჯდომარე ასრულებს ცესკო- ს თავმჯდომარის მოვალეობას, ახლა „ოცნებას“ უნდა უკვე ვადით დანიშნოს ადამიანი, რომელიც ხელს მოუწერს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ ვერც პრეზიდენტმა შეძლო მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულება და ვერ წარმოადგინა კანდიდატი, რომელსაც მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერა ექნებოდა.

„დღეის მდგომარეობით პროცედურების სრული დარღვევით, კანონის უგულებელყოფით ცესკო-ს ვადაგასული თავმჯდომარე ასრულებს ცესკო- ს თავმჯდომარის მოვალეობას. ახლა "ქართულ ოცნებას" უნდა, უკვე ვადით დანიშნოს პირდაპირ ადამიანი, რომელიც ხელს მოუწერს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე, ეს არის მთელი შინაარსი ამ ინიციატივის. ჩვენ გვახსოვს, თავის დროზე შეთანხმება იყო, რომ 90 ხმით უნდა ყოფილიყო არჩეული ცესკო- ს თავმჯდომარე, რომელიც უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა. სამწუხაროდ, აქვე მინდა ვთქვა, პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო თავის წილი პასუხისმგებლობა, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი კანდიდატი წარედგინა პარლამენტისთვის, რომელსაც ექნებოდა მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ არის, რომ ვადაგასული ადამიანი კვლავ ასრულებს მოვალეობას თავმჯდომარის პოზიციაზე,"- განაცხადა ვაშაძემ.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში