უკრაინის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილების დახმარების ფონდში „NOW Arts Festival“-ზე თანხა შეგროვდება

უკრაინის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილების დახმარების ფონდში NOW Arts Festival-ზე თანხა შეგროვდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საქველმოქმედო, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - NOW, 11 მაისს ILUZIA-ში გაიმართება და დასწრება 18:00-4:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

„პროგრამა მოიცავს ვიზუალურ, აუდიოვიზუალურ, საშემსრულებლო და დიზაინერულ, ციფრულ, ფოტოგრაფიას, კინოს, ცეკვას, მუსიკას და ესკიზს.

ფესტივალის მონაწილეებს შორის არიან ეკატერინ აბულაძე, იოანა წულაია, ანა რ.ჯაფარიძე, ნიკა ჩარგეიშვილი, ელენე ღლონტი, გიორგი ბაძაღუა, ამირან დოლიძე, სარა რაჯაეი, ვარვარა გრანკოვა, ანა ქორქია, ნესტან მიქელაძე, ანა პატლაძე, მამუკა სამჰარაძე, ფაშა კოსმოსი, მიტია გრანკოვი და მრავალი სხვა.

„ჩვენ ვთვლით, რომ კულტურას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ამიტომ ხელოვნება პოლიტიკურია. ხელოვანს, როგორც კულტურის ნაწილს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში აქტიური სამოქალაქო პოზიციის პოპულარიზაციით, ჰუმანისტური და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელების გზით. ხელოვანი მოქალაქეა, მაშასადამე ვალდებულია, ჰქონდეს პოზიცია და მეტიც - გამოხატოს ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია კი ერთმნიშვნელოვანია – ჩვენ ვითხოვთ, რომ აგრესორმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, ხოლო ფესტივალი - NOW ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირების დახმარების ფონდებს”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მეტი ინფორმაციის ნახვა ქართულ და ინგლისურ ენებზე შესაძლებელია ბმულებზე:

https://docs.google.com/presentation/d/1Ac6D4lgaT9CjIfJpvRrWN9YhbeKaYCJ_4lgjJSwuMkk/edit?usp=sharing ;

https://docs.google.com/presentation/d/1nIvKCYOZe0Ff1M-fDL7Gtafzxys5kDOLJbgtI2OYeAY/edit?usp=sharing

რაც შეეხება დეტალებს, რეგისტრაციის გარეშე შესვლა 40 ლარი იქნება, now-fest.ge -ზე წინასწარ რეგისტრაციის შემთხვევაში კი - 25 ლარი“.

ორგანიზატორების ცნობითვე, ფესტივალში მონაწილეების და დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია:

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი - ამირან დოლიძე, სარა რაჯაეი, ფედორ მაქსიმშინი, ანა რ. ჯაფარიძე; გამოფენა - ეკატერინ აბულაძე, ნატა სოფრომაძე, იოანა წულაია, ელენე ღლონტი, ნიკა ჩარგეიშვილი, გიორგი ბაძაღუა, ანა ქორქია, ნესტან მიქელაძე, ანა პატლაძე, ფაშა კოსმოსი, ვარვარა გრანკოვა, ოლგა გრეჩანოვა, მარიამ პესვიანიძე, პოლინა შუბინა, ლიზა თეზნევა, ნიკიტა სივუშკინი; ცხოვრებისეული სპექტაკლები - მამუკა სამჰარაძე, ვალერია კრიპაჩი, Alisa Bounce, მიტია გრანკოვი, A.K.O, მოკონგო; ჩანახატი; საქველმოქმედო ბაზარი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის