შალვა პაპუაშვილი - მალტელი კოლეგების მხრიდან გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა, არა მხოლოდ საქართველოს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ

მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა. გვაქვს აბსოლუტური და უპირობო მხარდაჭერა მალტის მხრიდან ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან ანჯელო ფარუჯასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, ასევე, აქვს მხარდაჭერა, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

,,გვქონდა შინაარსობრივი საუბარი, მათ შორის, მალტის, როგორც მოსახლეობით პატარა ქვეყნის, გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაზიარებელია ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი საერთო საკითხი გამოვნახეთ მალტელ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა მათი მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის