შალვა პაპუაშვილი - მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში

როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია.

„დღეს მალტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ მალტა არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი არა მხოლოდ საქართველოს წინსვლის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ. ამ საუბრების შედეგად ჩვენი მალტელი კოლეგებისთვის დიდი მადლობა გვეთქმის. ეს ჩვენი ხალხისთვის ნამდვილად არის დიდი მოტივაცია, როცა გვეგულება ქვეყანა, რომელიც ასეთი გულმხურვალე გულშემატკივარია ჩვენი ევროპული გზის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა