ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. კენჭი, რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა - თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „რუსულ ოცნებას“ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია.
„ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. რუსულ ოცნებას ამის ეშინია და ამბობენ, რომ ამის გამოძიება არ უნდათ. საზოგადოება კარგად ხედავს, ვისაც უნდა გამოძიება ეს ოპოზიციაა, ვისაც არ უნდა არის რუსული ოცნება. ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. და თუ ასეთი არსებობს, დააკავონ კონკრეტული დამნაშავეები. რომ ჩამოდგებიან, მგონია, რომ კიდევ 2011 წელში არიან, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, დადგებიან და მარტო ლაი-ლაი და ბლა-ბლა-ბლა გაუდით. უკაცრავად, წლებია ვსაუბრობ, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაულია ყველა კუთხეში. კენჭი, რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ასეთი დანაშაულის დაფარვა შეუძლია სუს-ს, პროკურატურას და მათ მფარველებს: მამაცაშვილ-ივანიშვილს და კრიმინალურ დაჯგუფებას", - აღნიშნავს ხაბეიშვილი.