ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება საბოტაჟის გზით ცდილობს თავად დააკომპლექტოს ცესკო და პირდაპირი მნიშვნელობით „ჯიბეში ჩაიდოს“ - სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი დუმს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ხელისუფლება საბოტაჟის გზით ცდილობს თავად დააკომპლექტოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და პირდაპირი მნიშვნელობით „ჯიბეში ჩაიდოს“.

მისი შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება და სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დუმს.

„ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება. „რუსული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით საბოტაჟირებს. როგორც კი ახლოვდება რაიმე გადაწყვეტილება, ვხედავთ, რომ მაგალითად, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ უფრო არაადამიანურები და არაჰუმანურები ხდებიან. როდესაც ახლოვდება სტატუსის მიღება, ვხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალურ დირექტორს აკავებენ. როცა შუალედური დასკვნა უნდა დაიდოს, მაშინ შემოაქვთ რუსული კანონი. ახლა რომ გააქტიურდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველომ ეს სტატუსი უპირობოდ მიიღოს, ვხედავთ, რომ იმ 12 რეკომენდაციაზე, სადაც საუბარია თავისუფალ არჩევნებზე, ახლა ისევ საბოტაჟის გზით ცდილობენ თავად დააკომპლექტონ ცესკო და პირდაპირი მნიშვნელობით „ჯიბეში ჩაიდონ“, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ევროპული მომავლის გზაზე ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, პირიქით, საბოტაჟირებენ ყველა მიმართულებით, ოღონდ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ და ამისთვის ყველანაირ კანონს შემოიტანენ. ანტიკონსტიტუციურია, როცა საუბარია იმაზე, რომ არჩევნები კი არ უნდა ჩაატარონ და თავმჯდომარე კი არ უნდა აირჩიონ, არამედ ჩვენ დავნიშნავთ ყველასო, აღარც პრეზიდენტი ჩაერთვებაო, აღარც 100 კაცი აირჩევსო. ეს ნიშნავს იმას, რომ „რუსული ოცნება“ კიდევ ერთხელ დგამს ნაბიჯს, რომ იქნებ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. პრეზიდენტი ბევრ რამეზე არ რეაგირებს, მას შეუძლია რეაგირება მოახდინოს ნიკა გვარამიასთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. რომ რეაგირებს, ძირითადად საზოგადოებას ის გვიკვირს, მათ შორის პროდასავლურ და ოპოზიციურად განწყობილ მედიას. ვწუხვარ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე არ რეაგირებს, ეს არის პოლიტიკური პატიმრები და არჩევნები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა