„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობა რეკორდულ დონეს აღწევს

კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ 2023 წლის აპრილი რეკორდული თვე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.

„წლის დასაწყისში, ტვირთების მნიშვნელოვნად ზრდა ძალიან გვახარებს. მაშინ, როდესაც ჩვენი კომპანიის მთავარი ფოკუსი ჩვენი მომხმარებლები და მათი კმაყოფილებაა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. ეს არის ეიპიემ ტერმინალსის გუნდსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის ძლიერი პარტნიორობის დამსახურება,“ - აცხადებს იენ როლინსონი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი.

„საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობა იყო 177 900 TEU, რაც 73%-ით მაღალი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა წლის პირველ ოთხ თვეში.

გარდა ამისა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი - 25 239 ავტომობილი დამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. წლის დასაწყისიდან ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გასულ წელთან შედარებით მიიღო 74.6%-ით მეტი - 103 საკონტეინერო გემი. ზრდა შეინიშნება რკინიგზით შემოტანილი კონტეინერების რაოდენობაშიც. 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, შემოსული და დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ რაოდენობას შორის - 3, 848 TEU“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა