გიორგი ვაშაძე - კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს სუს-ის აგენტურით არ გაებერა კომისია და ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი წარმოედგინა - ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული

კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს სუს- ის აგენტურით არ გაებერა კომისია და ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი წარმოედგინა - ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც ცესკოს წევრობის და თავმჯდომარის კანდიდატურებს არჩევდა, გარკვეული ეჭვები არსებობდა.

"კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ამდენი ხნის მანძილზე კარგად გამოეყენებინა საკუთარი უფლებამოსილება, სუს- ის აგენტურით არ გაებერა შესარჩევი კომისია და ერთხელ მაინც წარმოედგინა ცესკო- ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა საზოგადოების ნდობა. სამწუხაროდ, ეს მან არ გააკეთა, ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, ვფიქრობ, საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული. ცესკო- ს თავმჯდომარის და წევრების შერჩევისთვის არსებობს პრეზიდენტთან კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს კანდიდატებს. ამ კომისიის წევრებთან დაკავშირებით იყო საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ხალხს არც ობიექტურობასთან, არც არჩევნებთან არაფერი შეხება არ აქვთ, ვითომდა სამეცნიერო წრეები, მგონი ერთი სამეცნიერო სტატიაც არ აქვს იმ ხალხს გამოქვეყნებული,"- განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის