„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთისა და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია სლოგანით „რუსეთი ოკუპანტია“ გამართეს

“37 მანეთს ჩვენ მოგცემთ და გადაშენდით აქედან”, “რუსეთი ოკუპანტია”, - ამ სლოგანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთისა და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მათ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება გააპროტესტეს.

აქციაზე მყოფი პირები სკანდირებდნენ “მონებო, მონებო”.

მათი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი არის დასავლეთი, ევროკავშირში წევრობა და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება მორიგი პროვოკაციაა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს პუტინის პროვოკაციას და უთხრას ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა ლაპარაკობს. განვითარება არის ევროკავშირში და არა, რუსეთში”, - განაცხადა „ანტიკორუფციული მოძრაობის ხელმძღვანელმა“ ვასო ურუშაძემ.

“ჩვენ გვყავს რუსული, კოლაბორაციონისტი ხელისუფლება. რუსული ხელისუფლება და რუსეთი ცდილობს ჩვენ რუსეთის გუბერნიად გადაქცევას. უნდა ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქვეყანა არის პირდაპირი ღალატის რეჟიმში”, - განაცხადეს აქციაზე მყოფმა “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი