გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან ერთად ინტერდისციპლინური კვლევა განახორციელა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან ერთად ინტერდისციპლინური კვლევა განახორციელა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მაისში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ჟენევაში „განვითარების სამიტს"უმასპინძლა, რომელშიც სახელმწიფო დელეგაციები, ექსპერტები, მეცნიერები და ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ.

„სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მომავლის სამუშაო ადგილებს შეეხებოდა, რომელიც სპეციალური კვლევის სახით გამოიცა. კვლევის თანაავტორი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარტნიორი საქართველოდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახლდათ.

ღონისძიებაზე პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.

აღნიშნული თანამშრომლობა პირველია, სადაც ქართული საგანამანათლებლო სივრცის წარმომადგენელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობით ინტერნაციონალურ და ინტერდისციპლინურ კვლევას აქვეყნებს.

კვლევის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება