ანა ნაცვლიშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე - ეს არის კიდევ ერთი დივერსია ევროკავშირის გზაზე - „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისია მოატყუა

ეს არის კიდევ ერთი დივერსია ევროკავშირის გზაზე, - ასეთია “ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის შეფასება პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის განხილვა პარლამენტმა დღეს დაიწყო.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სასამართლოს რეფორმა ევროკავშირის კრიტიკული რეკომენდაციაა და მისი სრულყოფილად შესრულების გარეშე, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უზარმაზარ დარტყმას აყენებს.

ნაცვლიშვილის იმასაც ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისია მოატყუა.

„ვენეციის კომისიის დასკვნაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონის პროექტი თავისი შინაარსით ძალიან შეზღუდულია და ის ევრორეკომენდაციის შესრულება არ არის. ვენეციის კომისიასთან შეხვედრის დროს თქვეს, რომ ეს დიდი რეფორმის გზაზე პირველი ნაბიჯი იქნებოდა. დღეს კი, ჩემი არაერთგზის ჩაკითხვის შემდეგ, ანრი ოხანაშვილმა აღიარა, რომ არანაირ დამატებით ნაბიჯების გადადგმასა და ცვლილებებს, რასაც ვენეციის კომისიას დაჰპირდნენ, რეალურად არ აპირებენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა. გასული წლის ნოემბერში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, პირველი მოსმენით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა განიხილა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო