მამუკა მდინარაძე - სალომე სამადაშვილს ძალიან საინტერესო წამოცდენა ჰქონდა, მან პირდაპირ ეთერში ემოციურ ფონზე აღიარა, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციას ითხოვს

სალომე სამადაშვილს ძალიან საინტერესო წამოცდენა ჰქონდა. როგორც ჩანს, მან პირდაპირ ეთერში ემოციურ ფონზე აღიარა, რომ სანქციას ითხოვს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ,- ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა - არის თუ არა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

სალომე სამადაშვილს ძალიან საინტერესო წამოცდენა ჰქონდა. როგორც ჩანს, მან პირდაპირ ეთერში ემოციურ ფონზე აღიარა, რომ სანქციას ითხოვს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. შემდეგ კი ვხედავთ ამ მესიჯის გასწორების მცდელობას კონკრეტული პირების წინააღმდეგ.

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყანას იმიტომ, რომ არეულობა და ქაოსი გამოიწვიონ, შემდეგ კი ეს ქვეყანა ომში ჩართონ.

ჩვენი გეგმები ერთმანეთს ცდება. ჩვენი გეგმაა კანდიდატის სტატუსი, მშვიდობა, სტაბილურობა და ამ ქვეყნის განვითარება, მათი გეგმაა ქაოსი და ომში ჩართვა. ამ ფონზე, თუნდაც უკან რომ დაიხიეს და შეცვლილი მესიჯბოქსით ამბობენ, რომ არა კონკრეტული პირების წინააღმდეგ ვითხოვთო, თუნდაც ამას აკეთებდე, საკუთარი სამშობლოს მტრობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოწვევებით სავსე პერიოდს გავდივართ. ეს იყო ძალიან საინტერესო წამოცდენა, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების აღიარება“, - აღნიშნავს მდინარაძე.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო