თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ რუსეთის მხარეს იკავებს და სერიოზული კონფლიქტი აქვს კონსტიტუციით დეკლარირებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან

„ქართული ოცნება“ რუსეთის მხარეს იკავებს და სერიოზული კონფლიქტი აქვს კონსტიტუციით დეკლარირებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დატოვოს "ევროპელი სოციალისტების" ოჯახი.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს ხელს უშლის.

"ევროპელი სოციალისტებიდან "ქართული ოცნების" გარიცხვაზე საუბარი დაიწყო პრემიერის გამოსვლამდე უნგრეთში და ეს უკავშირდება ღირებულებით გადახვევას, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს. სამწუხაროდ, მმართველი ძალა ამ მოცემულობაში დასწრებაზე იღებს გადაწყვეტილებას და ასწრებენ გარიცხვამდე გამოსვლას, ეს საქართველოს ევროპულ მომავალს არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის. როცა საუბარია ფსევდო კონსერვატიულ ღირებულებებზე, რომელიც ძალიან ახლოს დგას რუსულ ე.წ. კონსერვატიულ ღირებულებებთან, სურკოვისეულ სუვერენულ დემოკრატიასთან, სწორედ ამ ენით ალაპარაკდა "ქართული ოცნება" საერთაშორისო არენაზე. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ აქ საუბარია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილზე. რუსეთი ღირებულებით დაპირისპირებაშია დასავლეთთან და ამ დაპირისპირებაში როცა რუსეთის მხარეს იკავებს "ქართული ოცნება" ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სერიოზული კონფლიქტი აქვს კონსტიტუციით დეკლარირებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებით,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა