გიგა ბოკერია - გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთის ყველა ძირითადი პოლიტიკური ოჯახისგან არის იზოლირებული

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მუშაობს დასავლეთის ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალასთან საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად, რაც თავის თავში მოიცავს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

მისი თქმით, „ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთის ყველა ძირითადი პოლიტიკური ოჯახისგან არის იზოლირებული“.

აღნიშნულით გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხრიდან „ევროპელი სოციალისტების“ დატოვებას გამოეხმაურა.

„არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ რაღაც იდეოლოგიური პრინციპების გამო დაუპირისპირდნენ ისინი „სოციალისტებს“, ეს არის ტყუილი. თავად აირჩიეს ეს სოციალისტური ბანაკი, ოღონდ ახლა ისე ღრმად შეტოპეს პუტინისტურ და ანტიდასავლურ პროპაგანდაში, რომ ბუნებრივია გარიყულები არიან. ეს ურტყამს საქართველოს და სანამ ჩვენ ამ რეჟიმს არ გამოვცვლით, ჩვენ ვართ უზარმაზარი საფრთხის წინაშე“ , - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის