ირაკლი ღარიბაშვილი - სანქცირებული თვითმფრინავებით  ფრენები, არ შესრულდება - მინდა ჩვენი ნამდვილი მეგობრები ევროპაში და ყველგან დავამშვიდო, დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები

ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები, არ შესრულდება, არ განხორციელდება - ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი ნამდვილი მეგობრები ევროპაშიც და ყველგან, დავამშვიდო, დავაწყნარო - ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ითქვა, რომ საქართველო რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებდა, იმიტომ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეებსა და ბიზნესს დააზარალებდა.

„ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები, არ შესრულდება, არ განხორციელდება. ეს მხოლოდ მოხდება არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით. ამაში მგონი არავითარი პრობლემა არ არის. მე როცა თურქეთში ვიყავი, ჩემმა მეგობარმა, პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში. ისრაელში 100-ზე მეტი რეისი და ა.შ. ასე რომ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი ნამდვილი მეგობრები ევროპაშიც და ყველგან, დავამშვიდო, დავაწყნარო - ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რომ ჩვენ რუსეთს არ დავუწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, იმიტომ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებთ დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარალებთ. ეს უგუნური გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, რომ გამომხტარიყავით, დაგვეწყო სანქციების დაწესება, ამით რუსეთის ეკონომიკას ვერაფერს დავაკლებდით, ჩვენი წილი რუსეთის ვაჭრობაში 0.3%-ია. ჩვენ რა უნდა დავაზიანოთ ამ სანქციებით და ამ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით?! ამიტომ ვთქვით, გავმიჯნეთ: ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, სანქცირებული კომპანიები, სანქცირებული ინდივიდები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით, ამის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ომის დაწყების შემდეგ. რაც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ეს ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა პირველ რიგში, თუ ისინი ნამდვილად ჩვენი მეგობრები არიან და თუ მართლაც სხვა განზრახვა და სხვა მიზანი არ აქვთ.

მთავარი გვავიწყდება და სამწუხაროდ არ ისმის კითხვა, პირველი ვიყავით ჩვენ, 2008 წელს როცა ომი მოხდა, რუსეთთან იყო მომაკვდინებელი ძალიან მძიმე ომი, დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და ოკუპირებული არის ჩვენი ძირძველი ტერიტორია. ვინმეს კითხვა უჩნდება რატომ არ დაიწყეს დასავლელმა პარტნიორებმა, ჩვენმა ხელისუფლებამ კამპანია სანქციების დაწესების, პოლიტიკის გადახედვის შესახებ? ვინმეს რამე სანქციები დაუწესეს? ნული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად