გორში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

გორში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„რუსთაველის ქუჩაზე, ერეკლეს აბანოს შენობაში გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მეფე ერეკლეს ოჯახის წევრების პირადი ნივთები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ წარმოდგენილი იყო ასევე, სკოლების კუთხეები თემით - „ერეკლე და ძველი გორი“, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ხელოვანები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებიც.

აქტივობა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ