გია ვოლსკი „ევროპის სოციალისტურ პარტიაზე“ - შეუერთდნენ რეზოლუციას, სადაც კეზერაშვილი მედია მენეჯერადაა მოხსენიებული და ადამიანების დასანქცირებაა მოთხოვნილი, ვინც მნიშვნელოვან შენატანს აკეთებდნენ საქართველოს განვითარებისთვის

შეუერთდნენ რეზოლუციას, სადაც კეზერაშვილი მედია მენეჯერადაა მოხსენიებული და ადამიანების დასანქცირებაა მოთხოვნილი, ვინც მნიშვნელოვან შენატანს აკეთებდნენ საქართველოს განვითარებისთვის, როგორ შეიძლება ამას შეუერთდეს „სოციალ - დემოკრატი“ და არ მოიკითხოს მოკავშირის მოსაზრება, რატომ უნდა აჰყვეს პოლიტიკურ კონიუნქტურას? - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ „ევროპის სოციალისტურ პარტიის“ პოლიტიკური ოჯახის დატოვების თაობაზე „ქართული ოცნების" გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერის კონსერვატიულ ფორუმზე ჩასვლის შემდეგ გაკეთებულმა შეფასებებმა, "ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა".

„მოკავშირეობა რამდენიმე ასპექტში მახსოვს, რომ გამოხატულ იქნა, მაგრამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ადვილად ზურგი აქციეს რეალობას და შეუერთდნენ რეზოლუციას, სადაც მაგალითად კეზერაშვილი არის მედია მენეჯერად მოხსენიებული და ადამიანები, ვინც მნიშვნელოვან შენატანს აკეთებდნენ საქართველოს განვითარებისთვის, მათი დასანქცირებაა მოთხოვნილი. როგორ შეიძლება ამას შეუერთდეს სოციალ დემოკრატი და არ მოიკითხოს თავის მოკავშირის მოსაზრება ან რეალური სურათი არ დაინახოს, რა ხდება, რატომ უნდა აჰყვეს პოლიტიკურ კონიუნქტურას? მაგრამ რაც ბოლოს მოხდა, ამან ყოველგვარი საზღვარი, წითელი ხაზი გადაკვეთა. პრემიერის ჩასვლა კონსერვატიული პლატფორმის პოლიტიკურ ფორუმზე, შეფასებულ იქნა, როგორც კატეგორიული მიუღებლობა სოციალ - დემოკრატიულ პრინციპებთან. ეს არის სამარცხვინო, უტიფარი განცხადება, რომელსაც შესაბამისად უნდა უპასუხო, რადგან ჩვენ არასდროს დაგვირღვევია, არასდროს ვყოფილვართ წინააღმდეგობაში სოციალ- დემოკრატიული მართვის პრინციპთან. სოციალურია ეს ქვეყანა, რასაც არავინ ყურადღებას არ აქცევდა, რასაკვირველია ცენტრისტული მართვის სტილის ნიშნები აქვს რასაკვირველია, მაგრამ იმის გამო, რომ შენი კონსერვატიული მიდგომა დააფიქსირე ოჯახთან დაკავშირებით, ეროვნულ ტრადიციებთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ეს ჩათვალეს დანაშაულად. რასაკვირველია, ასეთ პარტიასთან ურთიერთობა, ჩვენთვისაც მიუღებელია და სერიოზული მუხრუჭია. ჩვენ როცა მეთვალყურეები ვხდებოდით ამ სტრუქტურაში, მაშინაც ასეთები ვიყავით, არჩევნებში რომ გავიმარჯვეთ მაშინაც ასეთები ვიყავით და არაფერი ჩვენში არ შეცვლილა. ადამიანის უფლებები ჩვენთვის იყო, არის და დარჩება მთავარ თემად“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში