რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - შიდა და გარე აქტორები, ვინც ცილისმწამებლური კამპანიით ცდილობდნენ ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას, უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას

სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ამჯერადაც სააკაშვილის მარცხით დასრულდა სტრასბურგში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, შიდა და გარე აქტორების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების სისწორე მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან მიმართებით.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით როგორი ზიზღის და ცილისმწამებლური კამპანია წარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ექიმების და მოსამართლეების წინააღმდეგ. დღეს აღმოჩნდა, რომ თუნდაც მოსამართლეების გადაწყვეტილებებმა გაუძლო სტრასბურგის ტესტს და ეს ყოფილა სწორი. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ის შიდა და გარე აქტორები, ვინც ამ კამპანიით ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას, უნდა გამოვიდნენ, აღიარონ ეს ყველაფერი და ბოდიში მოუხადონ ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას”, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა