სერგო ჩიხლაძე - ფრენების დაწყება და რუსული ბორტების მიღება, ქვეყნისთვის სერიოზული რეპუტაციული ზიანი იქნება

ფრენების დაწყება და რუსული ბორტების მიღება, ქვეყნისთვის სერიოზული რეპუტაციული ზიანი იქნება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები ჩვენს თავზე შევიგრძნობთ ამ ყველაფერს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთიდან ფრენების აღდგენის მიზანია, საქართველოს რუსეთთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად კიდევ უფრო მიბმა.

„ფრენების დაწყება და რუსული ბორტების მიღება ქვეყნისთვის სერიოზული რეპუტაციული ზიანი იქნება, სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეები ჩვენს თავზე შევიგრძნობთ ამ ყველაფერს. დიდი ალბათობით, ამას მოჰყვება ამ კომპანიების დასანქცირება, დიდი ალბათობით, ჩვენი მოქალაქეების ფრენების გაძნელება და გაძვირება ევროპაში. საქართველოს მოქალაქეებს ეს არანაირ დამატებით სარგებელს არ მოუტანს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ისედაც უვიზოდ მიმოსვლა იყო, არ მგონია, საქართველოს მოქალაქეებმა მასიურად დაიწყონ რუსეთში სიარული, მით უმეტეს, როდესაც ხელმისაწვდომია ევროპა და ევროპული ფრენები. ეს არის რუსიფიკაციის გეგმა, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთთან კიდევ უფრო მიბმა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა“, - აღნიშნავს ჩიხლაძე.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა