მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს სტრასბურგში გავლენები არ აქვთ და წერტილი დაესვა იმ "ფეიკ" კამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ქვეყანას

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ, უფლებების ნაწილში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი რაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, წელიწად ნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცალსახა ტყუილი და „ფეიკ“ კამპანიის ნაწილი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ.

მისივე თქმით, ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას.

„წელიწად ნახევრის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს თქვენ იცით, მხოლოდ ოფიციალური ნაწილი ამ ფულის ხარჯვის მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის იქით შეკვეთილი სტატიებიც ვნახეთ, ისტერიაც ვნახეთ მათ შორის, სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში იყო კამპანია დალაგებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სამწუხაროდ ქვეყნის გარეთაც, რომ პრეზიდენტს კლავენ, ყოფილი პრეზიდენტი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო ჯამში მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, რაც არ არის რეალობა და რაც არ გამომდინარეობდა სიმართლისგან და სინამდვილისგან, თუმცა, ეს მათ ვერ მიიღეს. როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს, ჩვენს შემთხვევაში მათ მოვიხსენიებთ ხოლმე, როგორც გლობალური ომის პარტიას და ა.შ. გავლენები სტრასბურგში არ აქვთ, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ეს ძალიან კარგია და რეალურად წერტილი დაესვა იმ წელიწად ნახევრიან "ფეიკ" კამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ამ ამბავში დაატეხეს ჩვენ ქვეყანას და ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას -ეს არის სამწუხარო, ეს არის ცუდი, რის შედეგებსაც ალბათ ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ზედმეტ-ნაკლებად ამის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი