პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ცესკოსთან დაკავშირებული ცვლილებებზე - 12-პუნქტიანი რეკომენდაციების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს

12-პუნქტიანი რეკომენდაციების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ცესკოს დაკომპლექტების აქტორი ხდება მხოლოდ პარლამენტი და ეს მოხდება ერთპარტიული გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ცესკოსთან დაკავშირებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, მსხილაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა არ წარმოადგინა მმართველი გუნდისთვის სასურველი კანდიდატურა და ამას უმრავლესობის წევრები პირდაპირ აცხადებენ.

„რაც შეეხება თვითონ პროცესს, 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აქტორი ცესკოს დაკომპლექტების და განწესების ხდება მხოლოდ პარლამენტი და ეს მოხდება ერთპარტიული გადაწყვეტილებით. როგორც პრეზიდენტმა დააანონსა, აღნიშნული ცვლილებები არ გვაახლოებს ევროკავშირთან, პირიქით, გვაშორებს, არ შეიძლება ერთი ხელით გააუმჯობესო საარჩევნო კოდექსი და მეორე ხელით გააკეთო ისეთი რამ, რაც ამ პროცესის ინკლუზიურობას შეუშლის ხელს. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, საკონსტიტუციოს რაც შეეხება, წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს", - განაცხადა მსხილაძემ.

პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით, "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში