ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სასამართლოს რეფორმირების ფარგლებში მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს საკითხებს, რომლებიც კონსტიტუციის გადახედვას იწვევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სასამართლოს რეფორმირების ფარგლებში მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს საკითხებს, რაც თავის მხრივ, კონსტიტუციის გადახედვას იწვევს.

როგორც ოხანაშვილმა ამ კონტექსტში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ წარმოადგინა დადებითი დასკვნა, მათ შორის მართლმსაჯულების ნაწილში. ოხანაშვილის თქმით, გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება ამ მხრივ საკითხი გადაიხედოს.

„ნებისმიერი საკითხი, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი არ იქნება და ვერ იქნება. საკონსტიტუციო რეფორმა 2018 წელს ჩატარდა. ის მოწონებულ იქნა ვენეციის კომისიის მხრიდან, მათ შორის სასამართლოს ნაწილში და მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ფირმითა და კომპოზიციით დარეგულირებასთან დაკავშირებით, როგორც დღეს არის.

კონსტიტუციის სტაბილურობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ჩვენ ისეთ საკითხებს მხარს არ დავუჭერთ, რომელიც შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდებოდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო