თეონა აქუბარდია - რაც არ უნდა ამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ კონკრეტული რუსული კომპანია სანქციების ქვეშ არ არის, ეს დროის საკითხია, აუცილებლად მოხვდება ამ სიაში

რაც არ უნდა ამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ", რომ კონკრეტული რუსული კომპანია სანქციების ქვეშ არ არის, ეს დროის საკითხია, აუცილებლად მოხვდება ამ სიაში - ხელისუფლება მზად არის საქართველო სანქციების საფრთხის ქვეშ დააყენოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

აქუბარდია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

"ფრენების აღდგენა მაშინ, როცა დასავლეთს სანქცირებული ჰყავს რუსული კომპანიები და ფრენები დასრულებულია იმ აგრესიიდან გამომდინარე, რასაც უკრაინაში ვხედავთ, არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს, კანდიდატის სტატუსის მიღებას და ზოგადად ჩვენს ადგილს ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ამტკიცოს "ქართულმა ოცნებამ", რომ კონკრეტული რუსული კომპანია სანქციების ქვეშ არ არის, ეს დროის საკითხია, ის აუცილებლად მოხვდება სანქციების სიაში, აბსოლუტურად წარმოუდგენელია თუ როგორ იცავს "ქართული ოცნება" ფრენების აღდგენის დაშვებით ქვეყანას სანქციებისგან და ამ მოცემულობაში ეს არის დამატებით შესაძლებლობა კრემლისთვის, რომ გააძლიეროს თავის გავლენა და ჩამოაშოროს საქართველო ევროპულ მომავალს. ეს კიდევ ერთხელ არის იმის ნიშანი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების ნაცვლად, ხელისუფლებას რუსეთთან დაახლოება ურჩევნია და მზად არის საქართველო სანქციების საფრთხის ქვეშ დააყენოს, შექმნას უარყოფითი იმიჯი, როცა ოკუპირებულ ქვეყანას აქვს პირდაპირ ფრენები ოკუპანტთან ევროპული მომავლის სანაცვლოდ,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა