ახალი ინიციატივით, 3-თვიან პერიოდში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა დაუშვებელი იქნება

3-თვიან პერიოდში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა დაუშვებელი იქნება. ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს ემატება.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ამით ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციას გათვალისწინება ხდება, რომლის თანახმად, საბჭოს შემადგენლობა ნაწილ-ნაწილ უნდა განახლდეს.

„აღნიშნული ინიციატივა სასამართლო ხელისუფლებაში კორპორატივიზმის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას უკავშირდება, რაზეც ვენეციის კომისია მიუთითებს. ვენეციის კომისიის დასკვნაში ერთ-ერთ გზად დასახელებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნაწილ-ნაწილ განახლება.

საკითხი შეგვიძლია შემდეგნაირად დავარეგულიროთ, რათა იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრების განახლება ერთბაშად არ მოხდეს - იმისთვის, რომ საბჭოს რვა მოსამართლე წევრი ერთდროულად არ განახლდეს, გთავაზობთ “ჩამკეტ“ მექანიზმს, რომლის მიხედვით, ერთდროულად მხოლოდ ოთხი წევრის განახლება იქნება შესაძლებელი სამი თვის ვადაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს