ანრი ოხანაშვილი - პროექტს ემატება, რომ მოსამართლის მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ ან მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე სამეცნიერო ან ანალიტიკური მსჯელობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ მიიჩნევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შესრულდეს, პროექტს ემატება, რომ მოსამართლის მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ ან მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე სამეცნიერო ან ანალიტიკური მსჯელობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ მიიჩნევა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევაა, რომლის კორექტირებაც ხდება.

„ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ნათლად ჩამოყალიბებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევაში. ამიტომ ეს რეკომენდაციაც, რომ შევასრულოთ, პროექტს ემატება, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ მიიჩნევა მოსამართლის მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ ან/და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე სამეცნიერო ან ანალიტიკური მსჯელობა. ამით ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება ხდება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა