ანრი ოხანაშვილმა ლევან ნატროშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილეს,ლევან ნატროშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან ლევან ნატროშვილს რამდენჯერმე მოუწოდა, მისი განცხადებების შეფასების ნაცვლად, საკითხის მომხსენებლისთვის კითხვა დაესვა.

„რისთვის ხართ აქ მოსული? ჩემს შესაფასებლად თუ შეკითხვის დასასმელად? დასვით შეკითხვა, თუ გინდათ გაისეირნეთ და შემდეგ დასვით ეს კითხვა. ჩვენს შესაფასებლად არ ხართ მოსული. თქვენი გადაწყვეტილება ვისი, რა მოგწონთ მიიღეთ საარჩევნო ურნასთან, ანუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭერთ მხარს და რომელს - არა. შეკითხვა დასვით მომხსენებელთან, თუ არ დასვამთ შეკითხვას, ჩამოგართმევთ. გაბრძანდით დარბაზიდან, მოქცევას, როცა ისწავლით, მაშინ შემოხვალთ!“ , - აღნიშნა ოხანაშვილმა.

თავის მხრივ ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, რომ ანრი ოხანაშვილის საუბარი დატუქსვას დაემსგავსა.

„ძალიან ვწუხვარ, თქვენგან კონსტრუქციული, პროფესიული დისკუსიის ნაცვლად, ფაქტობრივად, ვისმენთ დატუქსვას“, - განაცხადა ნატროშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს