თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო. შესაბამის ინფორმაციას თამარ კორძაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც კორძაია აღნიშნავს, საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდოს პარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება.
შეგახსენებთ, რეგლამენტის გათვალისწინებით, პატიმართან პარლამენტის წევრის სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს.