მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - მას ჰქონდა სათანადო მოპყრობა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა - ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც სააკაშვილთან დაკავშირებით „ფეიკ“ ჩანაწერებით იყო გაკეთებული, ტყუილზე მოაწერეს ხელი

ავადმყოფობას, რომელიც არ იყო იმგვარი, როგორიც მათ უნდოდათ წარმოეჩინათ, დასჭირდა გაპიარება. რეალურად, ეს იყო

თვითდაზიანებისგან გამოწვეული სიგამხდრე თუ სხვადასხვა დიაგნოზები, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი ეწეოდა თვითდაზიანებას, რომ ამ ავადმყოფობის გაპიარების საფუძველი შექმნილიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის მკურნალობისთვის.

რაც შეეხება ცალკეული ევროპარლამენტარების მხარდაჭერას და მსჯავრდებული პრეზიდენტის შესახებ ევროპარლამენტში რეზოლუციების მიღებას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს დაგეგმილი „პიარკამპანიის ნაწილი“ იყო.

„კლინიკაში იყო გადაყვანილი, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მისი მკურნალობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო უსასტიკესი რეჟიმის შემქმნელი, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებთან დაკავშირებით, რა დამართა ამ ქვეყანას, ყველამ კარგად ვიცით - ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ჰქონდა სათანადო მოპყრობა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა. რეზოლუციებში რატომ ხვდებოდა იცით? ბევრი შეკვეთილი სტატია, მათ შორის ფულით - ოფიციალურით თუ არაოფიციალურით. ოფიციალური დადასტურებულია, არაოფიციალურზე ჩვენ შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია. ხდებოდა ამ რეზოლუციების და სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხარდაჭერის პიარკამპანიის ნაწილად გახდომა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ რომ გვამუნათებდნენ "სოციალისტებიდან" გასვლაზე, მაშინ, ამ პარტიის წარმომადგენლებმაც კი დაუჭირეს მხარი და ეს შემთხვევითი არ იყო. ამ ტყუილში ჩართულები იყვნენ ევროპელი პარლამენტარებიც, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა და საბოლოოდ სტრასბურგი ადასტურებს, რომ ეს იყო ტყუილი. ამ ტყუილზე მოაწერეს ხელი იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც რეზოლუციას სადაც "ფეიკ" ჩანაწერები იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში